Hoppípolla

“მაგრამ ამ ქროლვას დღემდე ვიგონებ,
ქვის მოთმინებით ვიცდი და ვიცი,
რომ თუკი ისევ ჩამოიქროლებს,
მეც ერთი ტალღა გავხდები მისი.”
კუბოკრულ ქურთუკში გახვეული სპეცნაზელი, ხელის ჩუმი მოძრაობით აგდებს ოთახში კარამელის კანფეტებს. ის მესაფლავეა, ჯამბაზის ქუდითა და უაზრო ღიმილით სახეზე.  შოკოლადისგან დამზადებულ მელას თავი მოვაჭამე, ტაქსიც გავაჩერე. დანიშნულების ადგილი? მე მინდა ცისარტყელაში გავძვრე! გასწიე მძღოლო! გახარებული თოვლის ბაბუ ისევ მიაბიჯებს ცის საფეხურებზე. ცირკის წინმდგარი მეძავი, სიამოვნებისგან გონდაკარგული, ბოლო ხმაზე კვნესის. ის ის იყო ბაბუაჩემმა ხლაპუშკას უკანასკნელი ასანთის ღერი წაუკიდა და ჰაერში მოისროლა, რომ მზემ ისევ გამოანათა. ჯარისკაცმა ჯიბიდან წყლის თოფი ამოიღო, ნერწყვით ტრუპკის ქაღალდი დაასველა… ყვავილებით სავსე მინდორზე სასიყვარულოდ გაემართა შეიარაღებული. კარზე კაკუნია, გახარებული ფოსტალიონი გაბადრული სახით მეუბნება: “დატოვე ეგ ოთახი, გარეთ გამოსვლა საშიში აღარ არის. იქ, სადღაც გელოდებიან.”

Leave a comment