ინტელიგენტებისთვის-მასტურბაცია, სასულიერო პირებისთვის-ონანიზმი, პროვინციელი პლებეებისთვის-ნძრევა, ჩემთვის კი ყველაზე რომანტიული ქმედება ადამიანის სიცოცხლის განმავლობაში. არ ვიცი რატომ, თითქოს გონება ცდილობს თავი დააღწიოს ყოველგვარ პრობლემას, მიდიხარ შორს, სადღაც შორს. შეგიძლია სხვებს ჩაეხუტო, აკოცო თანაც ისე, რომ საპასუხოდ ზიზიღის ნიშნად აწეული ტუჩის მარცხენა ნაწილი კი არა, ღიმილი და სიყვარული მიიღო. ჩვენ ვანძრევთ, ყველანი ვანძრევთ… ვანძრევთ ცხოვრების რაღაც მომენტში, მაშინ როცა სულს აჩრდილები ეტანება და დემონი მზადაა გონების გასანადგურებლად. აზრი კი სინათლის სისწრაფეზე სწრაფად მიდის, ცდილობს გაასწროს სამყაროს ექსპანსიას, ადამიანთა შურიან თვალებს… გარბის რათა შეერწყას მარადისობას, იხილოს თავისუფლებისა და სიყვარულის უშრეტი წყარო და დატკბეს მისით.
რატომაც არა, ხელის ერთი მარტივი მოძრაობა და შენ უსეინ ბოლტზე სწრაფი ხარ, მუჰამედ ალიზე მოქნილი, დირაკზე უფრო ორიგინალური, ლეონარდო დავინჩიზე უფრო ინოვაციური. ხვდები, აცნობიერებ, პირისპირ უყურებ შენ შიშს, შესაძლებლობებს.
და მაინც, ისმის კითხვა, რომელიც მთელი ცხოვრებაა მაფორიაქებს. რატომ შეიძლება შეგაშინოს იმის გაცნობიერებამ, რომ უსაზღვრო ძალა გაქვს? რატომ არ შეგვიძლია ჩვენც დავრჩეთ იმ სამყაროში, რომელიც მხოლოდ ბედნიერებასა და ღიმილს აღბეჭდავს შენს სახეზე? თუმცა მასაც მხოლოდ რამოდენიმე წამით თუ შეიგრძნობ… შემდეგ ღმერთი თავისი ჯადოსნური სიმებით უკან მოგქაჩავს და ისევ გაბრუნებს რეალობაში, სადაც იტანჯები შენი არასრულფასოვნებით, ადამიანური განცდებით, მარტოობით, მაგრამ არაუშავს, ორი წამით მეც ვიყავი ღმერთი, მეც შემეძლო მისი ტახტრევანის ადგილის დაკავება, სამყაროს მბრძანებლობა… მე მინდა, რომ ყველა მტევანაცახცახებულმა ბიჭუნამ თავი მაღლა აწიოს, დაივიწყოს ყველაფერი და იოცნებოს. იოცნებოს საკუთარი თავისთვის, ამბიციებისა თუ სიყვარულისთვის. მე მიხარია, რომ ისინი გარბიან ყოველდღიურობიდან. მზად არიან იხილონ უსაზღვრო ძალა, რომელიც მატერიებს შორის გადაუმალია მამაზეციერს. დაე გახდეს ეს ხელნაწერი მათთვის თავისუფლების დიდი ქარტია, დაე ყველამ ჩავხედოთ ერთმანეთს თვალებში და ვაღიაროთ, რომ ყველანი ნძრეველები ვართ…